Tuesday, December 9, 2014

ტრენინგის შეჯამება.

ინტელის სასწავლო კურსი ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლე პროექტებით სწავლება.გავეცანი 8 მოდულს.
    პირველ  დღეს  გავეცანით  ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, გავეცანით გზამკვლევს,  ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი,შევქმენით  პორტფოლიოს  საქაღალდე , შევქმენით   ბლოგი.
     მეორე დღეს   მიმოვიხილეთ პროექტები, დავამზადეთ  ბუკლეტები. ვისწავლეთ   ბლოგში სურათის  ჩაცმა.
   მესამე დღეს  გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე.  გავიგე,  რა არის მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები .
   მეოთხე დღეს   განვიხილეთ შეფასებები. შევადგინეთ  დროში გაწერილი  გეგმები, შევისწავლეთ  პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია,  პორტფოლიოს  შექმნა  და ბლოგზე გადატანა.
       მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები  ბლოგზე,  შევქმენით  მოსწავლის ნიმუშის  ბლოგი.ვისწავლეთ ბლოგის   სათაურის შეცვლა,   ბლოგის წაშლა,  აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.
      მეექვსე დღეს    გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას,  შეფასებებს,  ვიმუშავეთ ბლოგზე.
 მეშვიდე   დღეც  საინტერესო  გამოდგა.ამ  მოდულში გავეცანით,   რომ პროექტზე  მუშაობისას   აუცილებლად  გათვალისწინებული  უნდა იყოს  ყველა  მოსწავლის საჭიროება.   ვისწავლეთ   ბლოგის  გაჯეტში   საათის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

     მერვე დღეს  შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსი. გადავხედეთ  პორტფოლიოს, ავტვირთეთ   ბლოგზე.
    მეცხრე დღეს ვისწავლეთ ბლოგის გვერდების  ჩასმა.   შევქმენით ალბომი  და გადავიტანეთ  ბლოგზე.   ბოლოს  ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ  წარადგინა  პროექტი.
   პედაგოგებმა  ერთხმად აღნიშნეს, რომ ინტელის  სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან  ამ პროგრამით  21-ე  საუკუნის იმ უნარ- ჩვევებს  ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც  დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.მე  კი,  პირადად , ჩემ  მიერ შეძენილ ცოდნას  გამოვიყენებ  მასწავლებლის  პორტფოლიოს  შესაქმნელად.
     ამ ტრენინგმა შეცვალა ჩემი ხედვა ზოგიერთი საკითხთან მიმართებაში.ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ გადავდგი ჩემს პროფესიულ განვითარებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლე თუ როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში პროექტით სწავლება,რაც ძალიან გამომადგება მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად და ესგ-ით გათვალისწინებული შდეგების მისაღწევად. 
ის ტექნოლოგიები,რაც ამ ტრენინგზე შვისწავლე ჩემთვის ძალიან სასარგებლოა.
გავხდი უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული ჩემს შესაძლებლობებში ტექნოლოგიებთან მიმართებაში, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩვენი ტრენერი ქალბატონი ქეთი ცერაძე.























ტრენინგის მეცხრე დღე

                                                                 რეფლექსია 
გავიმეორეთ გავლილი მასალა.გავაკეტეთ პროექტის რეზენტაცია.
ვიმუშავეთ ბლოგზე და შევაჯამეთ ტრენინგი.
ვარ უზომოდ კმაყოფილი და არ მეგულება ტრენინგი,რომელიც კონკურენციას გაუწევს ქალბატონ ქეთინო ცერაძის მიერ ჩატარებულ ტრენინგს.

   
.                                                                                                                                           

Monday, December 8, 2014

ტრენინგის მერვე დღე

                                                      რეფლექსია
გავიმეორეთ ტრენინგის წინა გავლილი მასალა.
ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა.
გადავხედეთ პორტფოლიოს და შემდეგ ავტვირთვეთ ბლოგზე





.

Sunday, December 7, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

                                                                 რეფლექსია

გავიმეორეთ წინა ექვსი დღის მასალა.  განვიხილეთ მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.
  გავეცანით google drive-ს. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
ტრენინგმა ჩაიარა ძალიან ნაყოფიერად,ხალისიანად რის გამოც ვარ უზომოდ კმაყოფილი.






                                                                          

Saturday, December 6, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

                                                                   რეფლექსია
გავიმეორეთ წინა ხუთი დღის მასალა.
მოსწავლეების ნამუშევრების შეფასებას შევუსაბამეთ შეფასების რუბრიკები.
განვიხილეთ უკუკავშირები_კომენტარები ბლოგზე.ბლოგში ვიმუავეთ მოსწავლის ნიმუშზე.
დავათვალიერეთ გეგმები.
ეს დღეც როგორც ყოველი დღე დძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა,რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთინო ცერაძეს.

Tuesday, December 2, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

                                                     რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს გადავხედეთ და გავიმეორეთ წინა ოთხი დღის მასალა.
გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს.
განვიხილეთ უკუკავშირები და კომენტარები ბლოგზე.
ვიმუშავეთ  და შევქმენით მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაცია.
ტექნიკური მიზეზის გამო ტრენერმა დღევანდელი მასალა შეცვალა მე-6 დღის მასალით.




Sunday, November 30, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

                                                            რეფლექსია
გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე ათვისებული მასალა. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.ვიმუშავეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე და პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.ვმუშავეთ ბლოგში.
ძალიან კმაყოფილივარ ამ ტრენინგით,ყოველ ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემია,


რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთინო ცერაძეს